
რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც "პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს".
დავითულიანის თქმით, თუ ყოფილი პრემიერმინისტრი პარტიას შექმნის, ის "ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება.
გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, როგორც დღეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება რადგან ის ამ პარტიიდან წასულია",-თქვა ბექა დავითულიანმა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარაია მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.