დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
მისი თქმით, რეგულირების სააგენტო ინფორმაციას აგზავნის შვედეთში წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრში, ასევე, ინფორმაცია გაეგზავნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასაც.
"როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება "ასტრაზენეკას", ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირველად მიდის მოკლე რეპორტი, შემდეგ კი უფრო გაფართოებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი", - განაცხადა გამყრელიძემ.
მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მომხდართან დაკავშირებით ამ კვირაში გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე: