მისი სიმტკიცე ოკუპაციის პირისპირ შთაგონების წყაროდ დარჩება - აშშ-ს საელჩო დათა პაპაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის საელჩო ხურვალეთში დათა ვანიშვილის დაკრძალვას ეხმაურება და წერს, რომ მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

"პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს", - წერია საელჩოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა ვანიშვილი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დღეს, 22 მარტს დაკრძალეს. გლოვა მავთულხლართების ორივე მხარეს იყო, სამძიმარზე ჩავიდნენ პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი