ვისაც ეს შეცდომა მოუვიდა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია... მე ამაზე ბოდიში მოვიხადე... - სუჯაშვილის განმარტება

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, რომელმაც ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა, "მთავარ არხთან" განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ პიროვნება, რომელსაც შეცდომა მოუვიდა ცუდ მდგომარეობაშია.

სუჯაშვილის თქმით, კითხვები უნდა დაისვას, ვის ინტერესში შედის სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების დისკრედიტაცია.

პიროვნება, ვისაც ეს შეცდომა მოუვიდა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ახლა რაიმე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ამაზე ბოდიში მოვიხადე და არასოდეს მომერიდება ჩემს საზოგადოებას ეს ვუთხრა.

მეორე, რატომ ხდება ის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოფა. რატომ იდგმება ის ნაბიჯები, რაც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და დავსვამ კითხვას - ვის ინტერესში შედის ეს. ვის ინტერესში შედის სახელმწიფო სტრუქტურებში მოღვაწე ადამიანების დისკრედიტაცია, კარგი იქნება თუ ამაზე დავსვამთ კითხვებს. ჩემი მიზანია, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ავუხსნა ეს ვითარება და ვუთხრა, რომ მოხდა ეს შეცდომა. მე ბოდიში მოვიხადე ამ საკითხთან დაკავშირებით, - თქვა სუჯაშვილმა.

გუშინ, 21 მარტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. მოგვიანებით სუჯაშვილმა Facebook-ზე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ  გვერდის ადმინისტრატორმა "მძიმე შეცდომა დაუშვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი