სპეცაგენტის აღიარება: მოსმენა, თვალთვალი და შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით 

გამოქვეყნდა:

ივანე გულაშვილი მთავარმა არხმა ექსკლუზიურად 2019 წლის 24 ნოემბერს ჩაწერა, დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე. სუს-ის ყოფილი თანამშრომელი დავალებებს ადამიანების მოსმენებზე, მათ სახლში შეღწევასა და ფარული კამერების დაყენებაზე იღებდა. არ იცოდა ვინ იყვნენ მიყურადების ობიექტები, თუმცა დანიშნულების ადგილზე მისულს ხშირად პოლიტიკოსების სახლები ხვდებოდა.

მმართველი გუნდი, რომელიც წინა ხელისუფლებას ტოტალურ თვალთვალსა და მოსმენებში ადანაშაულებდა, დღეს იმავე გზაზე მდგარ ქართულ ოცნებას არ სჯერა რომ ისევ გვისმენენ, ისევ გვითვალთვალებენ, ოღონდ ახლა მეოცნებეები. შესაბამისად გამოძიების დაწყების აუცილებლობასაც ვერ ხედავენ.

უკანონო მოსმენებსა და  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს კახა საბანაძე ხელმძღვანელობდა.  ის გასცემდა ბრძანებებს, ვის სახლში უნდა დაემონტაჟებინათ სათვალთვალო მოწყობილობა, ვისთვის უნდა ესმინათ და ვისზე შეეგროვებინათ კომპრომატები.

ერთ-ერთი ვის საცხოვრებელ სახლშიც გულაშვილმა კამერები უკანონოდ დააყენა ანა დოლიძეა. გულაშვილი აღიარებს რომ მან დაამაგრა სათვალთვალო მოწყობილობა მთავარი არხის დამფუძნებლის გიორგი რურუას ავტომობილზეც, მეორე დღეს კი ტელევიზიით გაიგო რომ რურუა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. უსმენდნენ საქართველოს მუსლიმთა ყოფილ შეიხს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით ემუქრებოდნენ.

ივანე გულაშვილი იცნობდა და ხვდებოდა თამარ ბაჩალიაშვილს.

ივანე გულაშვილი სახელმწიფო საიდუმლოების გათქმისთვის დააკავეს, მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მალევე სასჯელი 2-წლამდე შემცირდა. სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა კომპრომატებით ივაჭრა.

ამავე თემაზე:

გულაშვილის სახლზე 4 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული-ოჯახი დუმს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი