
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილ დათა ვანიშვილს "სამოქალაქო თავდადების" მედლით დააჯილდოეპრებს. ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
"დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივია თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ "სამოქალაქო თავდადების" მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება", - წერს ორბელიანების სასახლის კომუნიკაციების სამსახური.
სოფელ ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
დათა პაპა იყო ხურვალეთის ის მცხოვრები, რომელსაც ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს.
ამავე თემაზე: