გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. ეს მონაცემი გაზრდილია 2020 წლის დეკემბრის კვლევასთან შედერებით, მაშინ მთავრობის ქმედებებს გამოკითხულთა 60% აფასებდა დადებითად.

კითხვაზე - საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას? პასუხები შემდეგია:

  • 68% - კარგად 
  • 27 - ცუდად;
  • 4%- არ ვიცი.

 

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი