
კახა საბანაძის გადადგომას ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი მხრიდან თანამდებობის დატოვება, მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ საბანაძის გადადგომა მინიშნებაა, რომ თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმაც უნდა დატოვოს.
"საბანაძის გადადგომა პირველ რიგში არის მინიშნება იმის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა მიყვეს მას, უნდა გადადგეს იმისთვის, რომ ეს კადრები იქნას გამოძიებული.
ყველა პირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მათ შორის, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, აქ არის სრულიად ნათელი გზავნილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ასევე უნდა გადადგეს იმისთვის, რომ გამოძიებული იქნას ის კადრები, რომელშიც შესაძლოა ე.წ. პრემიერმინისტრი ძალადობდეს და ყოველ შემთხვევაში მონაწილე იყოს არასრულწლოვანზე ძალადობის ძალიან სერიოზულ აქტში",-თქვა გეგელიამ.
ცნობისთის, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, თანამდებობა დღეს, 23 მარტს დილით დატოვა.
მან ამის მიზეზად, მედიაში გასულ სიუჟეტები დაასახელა.
ცნობისთვის "მთავრის" გადაცემაში "პოსტ ფაქტუმი" გავიდა სიუჯეტი, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი, ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს ამონტაჟებდა.