რა ბრძანებებს აძლევდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე თანამშრომლებს - სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ივანე გულაშვილი "მთავარ არხთან" დეტალებზე საუბრობს.
საუბრისას, ივანე გულაშვილი 2019 წლის 20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ საპროტესტო აქციების დროს, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების მიერ გაცემულ უკანონო და ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ ბრძანებებსაც შეეხო.
მისი თქმით, ოცნების მთავრობის მაღალი რანგის პოლიციელებს ყველაზე დიდ დისკომფორტს პარლამენტის წინ დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანი უქმნიდათ, რომლის გათიშვასაც ყველაზე წარმოუდგენელი მეთოდებით ცდილობდნენ.
პირველ რიგში, ამომაღებინა კამერები დარბევის ღამის, 7 ვინჩესტერი, პარლამენტის სარდაფიდან.. სადაც იწერდა სერვერი. შიდა და გარე კადრები. არ უთქვამთ რატომ. დამტვრეულია და გადაყრილია სადღაც. მაგ კადრებს ვერავინ ნახავს, თუ პროკურატურას არ ჩაუწერია ჩვენამდე... პროკურატურა იწერდა ამ კადრებს ჩვენ სანამ შევიდოდით, მაგრამ ჩვენ რომ შევედით, ბრძანენა მოვიდა და გავაჩერებინეთ ჩაწერა. მარტო გახარიას და საბანაძის მიერ იყო ბრძანება გაცემული. პირადად მე საბანაძისგან მივიღე ბრძანება, - ამბობს გულაშვილი.
საკუთარი სიტყვების გასამყარებლად, ივანე გულაშვილმა ის აუდიოფაილებიც გვაჩვენა, რომელშიც, მისი მტკიცებით, კახა საბანაძის მიერ ხმოვანი შეტყობინებების სახით მისთვის გაგზავნილი ბრძანებები ჰქონდა ჩაწერილი. "ისე დააზიანე, რომ ნაკლებად თვალსაჩინო იყოს. ფრთხილად... გამოიყენეთ შანსი. ასეთი კარგი შანსი არ გვექნება ჩვენ...", - ამბობს საბანაძე ჩანაწერებში.
ინტერვიუ სუს-ის თანამშრომელთან, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი - ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო.
ამავე თემაზე: