საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს, პასუხს უნდა აგებდეს - დამენია

გამოქვეყნდა:

ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ უკანონო ბრძანებების გაცემის გამო, რაც ისმის ჩანაწერებში - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლაშა დამენია, შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

დამენიას თქმით, იმ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, რომლებშიც ფიგურირებდა თავად საბანაძე, მან სამართლებრივადაც უნდა აგოს პასუხი,

„ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ უკანონო ბრძანებების გაცემის გამო, რაც ისმის ჩანაწერებში და რისი ძირითადი შემოქმედიც არის თვითონ და მისი პატრონი გახარია 20 ივნისის სისხლიანი დღისა, თვალების დათხრისა და იმ ახალგაზრდებზე ტყვიების დაშენის გამო, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ.“ - განაცხადა დამენიამ.

კახა საბანაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მიზეზად სწორედ ჩანაწერები დაასახელა.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, სადაც საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი