"პოსტ ფაქტუმში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო:
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" აცხადებენ შოთაძის უწყებაში.
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, "პოსტ ფაქტუმთან" ინტერვიუში იმ უკანონო დავალებებზე საუბრობს, რომელსაც ხელმძღვანელობისგან იღებდა. გულაშვილი დავალების გამცემად შს მინისტრის იმჟამინდელ მოადგილეს, კახა საბანაძეს ასახელებს.
ამავე თემაზე: