"ოცნებიდან" მომლაპარაკებელი ისევ კობახიძე იქნება - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მხრიდან მომლაპარაკებელი კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრებზე სავარაუდოდ ისევ ირაკლი კობახიძე იქნება:

"ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან და უნდა იყოს თუ არა ეს ირაკლი კობახიძე, დიახ უნდა იყოს. არავის აქვს უფლება გვიკარნახოს, მოლაპარაკებების დროს, ვინ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი",- ამბობს შესაბამის კითხვაზე პასუხისას "ოცნების" დეპუტატი სარჯველაძე

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი