კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ შარლ მიშელმა Facebook-ზე დაპოსტა. 

საქართველოში მიმდინარე მედიაციაში მიღწეული პროგრესი მე უკვე შევაფასე ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან. დროა, წავიდეთ საჭირო კომპრომისებზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება იმისთვის, რომ პარტიებს შორის მედიაცია გააგრძელოს, - წერს მიშელი. 

მანამდე კი მან Twitter-ზე დაწერა: დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი