"ამ დასკვნის გაუთვალისწინებლობა არის პირდაპირი განაცხადი რეჟიმის ჩამოყალიბებაზე", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას.
"ვენეციის კომისიის დასკვნა არის სამართლიანი, პროფესიული და პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა "ქართული ოცნების" სურვილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასასჯელად მომზადებული კანონპროექტი მიეღო", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი
ვენეციის კომისიის ყურადღების ცენტრში საარჩევნო კანონში ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ცვლილებები აღმოჩნდა.
ვენეციის კომისიის ექსპერტები წერენ, რომ მმართველი გუნდის მუქარა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომ რეგისტრაციას გაუუქმებს პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, არის არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური.
ამასთან, იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც არ ესწრებიან პარლამენტის სხდომებს, არის არაპროპორციული სანქცია, და რეგლამენტის მოთხოვნების უხეშად დარღვევა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი გააგრძელებს კანონპქროექტზე მუშაობასა და ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებენ.
ამავე თემაზე: