პარტიული სიის სანქცირება იმის გამო, რომ ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება - ვენეციის კომისია

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის შესწორების პროექტს ეხება ნათქვამია, რომ პარტიული სიის სანქცირება მისი რეგისტრაციის მოხსნით, იმის გამო, რომ პარტიის პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ზღუდავს, როგორც კანდიდატის, ისე ამომრჩევლის უფლებებს.

"უნდა არსებობდეს სანქცირების სპექტრი, რაც მათი სიმძიმისა და ეფექტის გათვალისწინებით, მათი პროპორციული პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს. მეორეს მხრივ, სანქციები არჩევნების დროს ქვეყნის პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ სერიოზული შედეგების მქონე იქნებოდა.

პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვისგან თავის აცილება შესაძლებელია ჯარიმების დაკისრების გზით, საარჩევნო პროცესისგან მოხსნის გარეშე",- ნათქვამია დასკვნაში.

ამას გარდა, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოხატავს, ობიექტურობის კრიტერიუმის ნაკლებობასთან, რომელიც ტერმინ "პოლიტიკურ ლიდერს" განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, ამან შესაძლოა გაურკვევლობას შეუწყოს ხელი და ტერმინის სუბიექტური და ბუნდოვანი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია საჩივრისა და გასაჩივრების პროცედურა. ანგარიშის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო ბლოკს ან რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს ცესკოს, რომ განიხილოს საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნა.

ცესკოს გადაწყვეტილება, შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა შეიძლება არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, გადაწყვეტილების მიღება ხმების გადაცემის შემდეგ შეიძლება:

"ეს შემაშფოთებელია, რადგან ამომრჩეველმა შეიძლება ხმა მისცეს პარტიას, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა რეგისტრაციიდან მოხსნან. ამასთან, პარტიის მოხსნასთან დაკავშირებით, გასაჩივრების დედლაინი, (ორი დღე თითოეულ ინსტანციაზე) ძალიან მოკლეა. ვინაიდან საარჩევნო საკითხებში კოდექსი პირველ ინსტანციაში სამიდან ხუთ დღემდე პერიოდს ითვალისწინებს",- ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, "ქართულმა ოცნებამ" 2 კანონპროექტი დააანონსა. პირველი იმ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას/გაუქმებას ითვალისწინებს, რომელებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ აითვისებენ. მეორე კი იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ისეთი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, აქტიური საარჩევნო უფლებების აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

23 დეკემბერს ეს პაკეტები პირველი მოსმენით მიიღეს, ხოლო კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ის ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი