არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღავრზე მკვლელობა მოხდა - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, საზღვარზე ტრაილერების მძღოლებს შორის მომხდარ კონფლიქტს, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს, ნეიტრალურ ზონაში მოხდა. სავარაუდო დამნაშავე თურქეთიდან არის, მსხვერპლი კი სომხეთის მოქალაქე იყო.
შემთხვევის ადგილისკენ უკვე გაემართნენ ქართველი გამომძიებლები.
.