
ვენეციის კომისიის დასკვნას "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ეხმაურება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ GDI-მ შეისწავლა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
"ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არ აკმაყოფილებს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს და იწვევს საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. ამასთან, ვენეციის კომისია აკრიტიკებს კანონის მიღების დაჩქარებულ პროცესს, რომელიც საზოგადოების ჩართულობისა და რეგულირების გავლენის შეფასების გარეშე მოხდა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამავე თემაზე: