ლისის ფერდობზე ვითარება სულ უფრო დრამატული ხდება. ბოლო რამდენიმე დღეში ნაპრალების ზომა გაიზარდა, რაც სპეციალისტების განმარტებით, მიწის მასის მოძრაობის პირდაპირი მაჩვენებელია. ისინი განგაშს აცხადებენ და ხელისუფლებისგან რადიკალურ მოქმედებებს მოითხოვენ.
მითუმეტეს, რომ ძლიერი წვიმა ვითრებას სულ უფრო სარისკოს ხდის. ამ ფონზე დედაქალაქის მერის თავდასხმის სამიზნე ისევ ჟურნალისტები ხდებიან. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მედია პანიკას თესავს და განგაშის საფუძველი არ არსებობს.
ამავე თემაზე: