მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არაერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული სხვა სახელმწიფოების პოლიტიკოსთა კამპანიაში, აქედან გამომდინარე, მისთვის ცხადია, რას თვალისწინებს "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ცვლილებები.
ამათ ჰგონიათ, რომ მართლა ბნელა. რას ნიშნავს, ჯერ ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჯერ ერთი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელზე და მე ვარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და მე ვარ ის ადამიანი, ვინც არ უნდა ჩარიო პოლიტიკაში?? და მეორე, ევროპაში ასე არ არის მიღებული. ევროპაში ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში... - ამბობს სააკაშვილი.
ამავე თემაზე: