კასპი-გორის გასაყართან, ოკუპირებული ორჭოსანის მიმდებარედ, ოკუპანტების მიერ აღმართულ ბანერზე წარწერა GEO გაჩნდა. სავარაუდოდ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტერიტორია საქართველოსია და მოსახლეობა ოკუპაციას არ შეეგუება.
ბანერი იმ სოფელთან ახლოსაა აღმართული, სადაც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო, დათა პაპა ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
დათა პაპა იყო ხურვალეთის ის მცხოვრები, რომელსაც ომის შემდეგ სახლი არ დაუტოვებია. ის ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას აწვდიდა მედიასაც. დათა ვანიშვილი ოკუპანტებმა ამის გამო არაერთხელ დააკავეს.
ამავე თემაზე: