„ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.
„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკასთან“ ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება. მისივე თქმით, ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს.
ფაიზერის ვაქციან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.
ამავე თემაზე: