დანიელსონის ჩამოსვლის ფონზე აანონსებენ აქციებს - "ოცნება" ამბობს, რომ ოპოზიციას შეთანხმება არ უნდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია შეთანხმებისთვის მზად არაა და ამას ამტკიცებს ისიც, რომ მოლაპარაკებების პარალელურად ისინი აქციებს აანონსებენ. პარალელურად, მაჭარაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებისთვის მზადაა, ვინაიდან კონკრეტული შეთავაზებები აქვთ.

"ოპოზიციის მზაობა, რომ მათ უნდათ შეუთანხმებლობა მტკიცდება იმითაც, რომ ბატონი დანიელსონის ჩამოსვლის ფონზე, ისინი აანონსებენ აქციებს. მართალია, აქაც ვერ აქვთ წარმატება, მაგრამ აქაც აანონსებენ აქციებს.

ჩვენი, ქართულ ოცნების მზაობა, რომ შეთანხმება გვინდა, მტკიცდება იმით, რომ არსებობს კონკრეტული შეთავაზებები, რაც არის ბატონი კრისტიანისთვის ცნობილი და ზოგადად ევროკავშირისთვის, რომლის კონკრეტიკაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი კონკრეტული შეთავაზებები, სამომავლოდ, როცა გახდება საჯაროდ ცნობილი, საზოგადოება დაინახავს, რომ იყო რეალური და პრაგმატული",- თქვა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის შეეცდება, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ამჯერად მაინც შედგეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი