
2024 წლამდე ვემსახურები როგორც რეგიონს, ისე ჩემს ქვეყანას, - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირველი კომენტარი მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. მედიასთან საუბრისას, თორნიკე რიჟვაძე ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
მინდა გითხრათ, რომ უკვე სამი წელია პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მსურს დაგამშვიდოთ ყველა, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩემი მანდატი - 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას, - ამბობს რიჟვაძე.
ამავე თემაზე: