
ვფიქრობ, 2012 საუკეთესო წელი იყო საქართველოში, როდესაც პირველად ჩატარდა ისეთი არჩევნები, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ქვეყანაში უკუსვლაა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რეფორმების კუთხით.
„ვფიქრობ, 2012 საუკეთესო წელი იყო საქართველოში, როდესაც გქონდათ არჩევნები, რომლის შედეგადაც ვაშინგტონშიც შეიძლება, ყველა კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ მთავარი იყო, რომ პირველად ჩატარდა ისეთი არჩევნები, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარება - ეს იყო ფანტასტიური შედეგი, მითუმეტეს, რომ მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც ასეა. ამის შემდგომ კი პროცესები უკან წავიდა, ანაკლიის პროექტიც გაჩერდა, რამაც ნამდვილად შოკირებული დატოვა ამერიკაში უამრავი ადამიანი, ასევე კავკაზუს ონლაინის საქმე და სხვა. ასეთი მაგალითებია, რაც შეშფოთებას იწვევს ამერიკასა და ევროკავშირში , ასევე რასაკვირველია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ კითხვები, ისევე როგორც შეკითხვები კანონის უზენაესობაზე“ - თქვა მეთიუ ბრაიზამ "დღის სტუმრის" ეთერში.
ამავე თემაზე: