მის გარეშეც წარმატებული გუნდი დავრჩებით - წულუკიანი გახარიაზე

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია არ არის "ქართული ოცნების" პროექტი. გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, - ამის შესახებ კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი თეა წულუკიანი რადიო "იმედის" ეთერში საუბრობს. ამბობს, რომ  ეს ეტიკეტი შეურაცხმყოფელია როგორც მისთვის, ასევე მმართველი გუნდისთვის.

ჩვენ ვიყავით მისი [გახარიას] ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი და ასეთებად დავრჩებით მის გარეშეც. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი. პირადადაც ვუთხარი პირდაპირ - ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო, - ამბობს წულუკიანი. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" გახარია "რეალური ოპოზიცია იქნება". 

იმედია, მან იცის, რას აკეთებს, ის მაღალპროფესიონალი ადამიანია, თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე და როგოც ჩანს, გამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. გარკვეული ბენეფიტიც ექნება სხვა ოპოზიციასთან განსხვავებით, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად, - ამბობს წულუკიანი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი