
ე.წ. საბურთალოელების ეპიზოდი გიორგი შაქარაშვილის საქმეში - სამ პირს ამნისტია შეეხო.
ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეწყდა.
სამივე მათგანს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის მიმართ, ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებაზე ჰქონდათ ბრალი წარდგენილი.
ამნისტიას დაზარალებული ჩიქოვანი და საქმის პროკურორიც დაეთანხმნენ.