ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 32 წლის ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა გაათავისუფლონ. საქმე ნაფიც მსაჯულებს უნდა განეხილათ, თუმცა სასამართლომ ვერ უზრუნველყო კანდიდატების შერჩევა.
მოკლულის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების თქმით, სასამართლო სისტემა ჩამოშლილია, უმძიმესი დანაშაულის მქონე ადამიანი კი შესაძლოა საპყრობილე დატოვონ. მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრების განმარტებით, თუ ბრალდებული საპყრობილეს დატოვებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.
ელისო ჩეჩელაშვილი ქუთაისში გასული წლის ივნისში მოკლეს, მკვლელობას მის მეზობელს ბიკა კასუნოვას ედავებიან. ახალგაზრდა ქალის ცხედარს სახისა და გულმკერდის არეში 24 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.