
"ქართული ოცნების" დეპუტატს, შალვა პაპუაშვილს ოპოზიციასა და ხელისუფლების შორის გასამართ მოლაპარაკებებში მხოლიდ "ქართული ოცნების" იმედი აქვს. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის პირველი მედიაციისას შეხვედრაზე განხილული საკითხები სერიოზულად აღიქვეს.
"ამ მოლაპარაკებებში მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის იმედი - ქართული ოცნების იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც. ვფიქრობ, რომ ჩვენ მოსახლეობასაც ამ მოლაპარაკებაში აქვს ქართული ოცნების იმედი სწორედ. გამყარებული იმ მოქმედებებით, რომელიც ვაჩვენეთ ჩვენ მოსახლეობას, გახსოვთ, რომ ფასილიტაციიც პროცესი მართალია უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენ მიხუედავად ამისა იქ განხილული განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით საარჩევნო რეფორმას ვატარებთ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორე ვიზიტს კვირის ბოლოს დაიწყებს.