მეგიზე იმდენი გამოძიება არაა დაწყებული, რაც ჩემზე, - ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარი მანუჩარ კობახიძე საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ საუბრობს.
187-ე მუხლით არის ჩემზე საქმე აღძრული..ნივთის დაზიანება საავადმყოფოში. ჩემზეა გამოძიება. არ მითხრეს არაფერი... რა კითხვები დამისვეს და - რა მოხდა საავადმყოფოში, რა ვნახე და ყველაფერი ვუპასუხე. მერე გეტყვით, რა ვუთხარი, - ამბობს მანუჩარ კობახიძე.
ამავე თემაზე:
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.