ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები AstraZenecas-ს ვაქცინის ამპულის დათვალიერებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა დღეს, 26 მარტს, ახალციხის კლინიკა "იმედს" მიმართეს და კონკრეტული დოკუმენტაციის გადაცემა მოსთხოვეს. მათ შორის, ადვოკატები ითხოვენ დაათვალიერონ "ასტრაზენკას" ამპულა, ასევე, აინტერესებთ გააკეთა თუ არა იგივე საგამოძიებო უწყებამ.

"ჩვენ არ გვქონდა გადმოცემული სრულყოფილად სამედიცინო დოკუმენტაცია უშუალოდ მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე პერიოდის, რაც მნიშვნელოვანია და ძალიან გადამწყვეტია აღნიშნულ საქმეში კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. 

ჩვენ მივმართეთ კლინიკა "იმედს" განცხადებით, როგორც სამედიცინო დოკუმენტაციის ვაქცინაციამდე დროინდელის ამოღების და გადმოცემის თაობაზე, ასევე, ჩვენ მივმართეთ ლაბორატორიული ჟურნალის გადმოცემის თაობაზე, და "ასტრაზენეკას" ამპულის დათვალიერების თაობაზე, თუ ჰქონდათ მათ ეს ამპულა და საგამოძიებო უწყებას ამოღებული ჰქონდა თუ არა ის", - თქვა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

მისი განცხადებით, ყველა კითხვაზე პასუხს "იმედი" ოფიციალური წესით გასცემს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარს, მანუჩარ კობახიძეს კითხავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი