
სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ადგილზე მათ ბანერი აქვთ მიტანილი "თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს", ასევე სკანდირებენ: "თავისუფლება ნიკა მელიას", "თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს".
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრების თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტპატიმარია და ის არავის დავიწყებია. აქტივისტებმა, აქციის მიმდინარეობისას საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
აქციის მონაწილეებმა დღეს კომენდანტის საათს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ისინი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ და ავტოკოლონების მსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან წავიდნენ.