თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 60-წლამდე ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
მეზობლები ყვებიან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლიდან ხმაური გამოდიოდა, რის შემდეგაც მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ დედას შვილებთან კონფლიქტი ჰქონდა და ისინი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი.
რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ჯერ უცნობია.