ძალაში ტოვებენ კომენდანტის საათს, არ ფიქრობენ ტურიზმზე... ძალიან დიდ გასაჭირში ვართ... - ფადი ასლი

გამოქვეყნდა:

ძალაში ტოვებენ კომენდანტის საათს, არ ფიქრობენ ტურიზმზე... ძალიან დიდ გასაჭირში ვართ... - ამის შესახებ ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. ამბობს, რომ ქვეყანას ახლა ინვესტიციების ნაკლებობა აქვს და ფული საერთაშორისო წყაროებიდან საერთოდ არ შემოედინება.

...ძალიან დიდ პრობლემებში ვართ, რასაც ფონად სდევს პოლიტიკოსების კინკლაობა და ხელისუფლების გადაწყვეტილებები, მაგალითად ოპოზიციური ლიდერის დაკავება. იმის ნაცვლად, რომ იზრუნონ ინვესტიციების შემოდინებაზე ქვეყანაში და იმაზე, თუ როგორ გაათავისუფლონ ბიზნესი, გახსნან ეკონომიკა, იმუშაონ, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ სვლას. ესენი ძალაში ტოვებენ კომენდანტს, არ ფიქრობენ ტურიზმზე .... ძალიან დიდ გასაჭირში ვართ, - ამბობს ფადი ასლი. 

ამბობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და ეს კორონაპანდემიით გამოწვეული არაა. ფადი ასლის თქმით, ის ოპტიმისტურად განწყობილი არაა.

ჩვენ მსგავსად, ბევრი ქვეყანაა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ახლა, მაგრამ ჩვენნაირი სირთულეები და თან 8-წლიანი, არავის ჰქონია. დღევანდელი ჩვენი სიტუაცია არ არის გამოწვეული კორონაპანდემიით, ეს განაპირობა 8-წლიანმა პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა. მთავრობა, რომელიც თავს ესხმის საერთაშორისო ინვესტიციებს, ხალხს აძევებს ქვეყნიდან, ართმევს ბინადრობის უფლებებს, აქვს ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა. ...ასეთი მიდგომა შევარდნაძის დროს იყო. სამარცხვინოა, რომ ახლა ამ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს ხელისუფლება, არიან კომპანიები, რომლებიც უბრალოდ ხელფასსაც კი ვეღარ უხდიან თანამშრომლებს. 200 ათასზე მეტმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და კიდევ ათასობით ადამიანია, ვინც გერმანიაში წასვლაზე გააკეთა განაცხადი. ვინღა დარჩება ამ ქვეყანაში? - ამბობს ფადი ასლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი