"წინაპირობებით არ უნდა დავხვდეთ მედიატორს" - "რესპუბლიკელები" ოპოზიციის განცხადებას არ უერთდებიან

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური პარტია" ოპოზიციური პარტიების განცხადებას არ უერთდება. როგორც პარტიის თავმჯდომარემ "მთავარი არხის" ვებგვერდთან თქვა, მოლაპარაკებების წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენება არასწორია.

ამ განცხადებას ჩვენ არ შევუერთდით, რადგან არ ვთვლით, რომ მომლაპარაკებლის ან მედიატორის ჩამოსვლის წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენება სწორი იყოს მოლაპარაკებების პროცესისთვის. ველოდებით მედიატორს, რომელიც უახლოეს დღეებში განაახლებს მოლაპარაკებებს და მოლაპარაკებების პროცესში დავაფიქსირებთ პოზიციებს. მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული ყველა ვერსია და შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურ პირობებში ცხოვრება", - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი