ეკლესიის სახელით მითვისებული რამდენიმე ათეული ათასი ლარი - "მთავარი არხი" თაღლითურ სქემას ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

თაღლითური გზით, ეკლესიის სახელით მითვისებული და მოპარული რამდენიმე ათეული ათასი ლარი - ერთ-ერთი სასულიერო პირის შვილი ვითომდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მონასტრებსა თუ ეკლესიებში მყოფი ნაცნობებს სხვადასხვა იდეით მიმართავდა და თანხის ჩარიცხვას სთხოვდა. ფულის მიღების შემდეგ, ახალგაზრდა ქვეყნიდან წავიდა, საქმეზე კი თაღლითობის მუხლით ძიება დაიწყო.

მეორე წელია, ბერი თეიმურაზი სოფელ სანებლის მონასტერში ცხოვრობს, სასულიერო პირთან, წლების წინ, მორჩილებაში მისი შვილიც ცხოვრობდა. სამონასტრო ცხოვრებაში ახალგაზრდა მორჩილმა დავით კიკნაძემ სასულიერო პირების ნდობა მოიპოვა, წლების შემდეგ კი მეგობარი მღვდლის ნდობით ბოროტად ისარგებლა და ფინანსურ მაქინაციებში ჩართო, თანაც ისე, რომ სასულიერო პირი სავარაუდო თაღლითობის სქემის ნაწილი გახდა.

საქმე ეხება ათასობით ლარს, რომელსაც დავით კიკნაძე სასულიერო პირებს მოტყუებით არიცხინებდა სასურველ ანგარიშებზე და თანხას სხვადასხვა საჭიროებებისთვის იყენებდა. მათ შორის, სავარაუდოდ, აზარტული თამაშებისთვის. ერთ-ერთი მიმოწერიდან ირკვევა, რომ კიკნაძემ სასულიერო პირს თანხის ჩარიცხვა "კრისტალბეთის" ანგარიშზე სთხოვა.

შვილის სავარაუდო თაღლითურ სქემაზე მამა თეიმურაზმა არაფერი იცის. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მოქალაქეებმა გაიგეს, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლები აღმოჩნდნენ, პოლიციას მიმართეს, გამოკითხვაზე დაიბარეს სასულიერო პირიც, რომლის ანგარიშებზეც დიდი ოდენობით თანხები ირიცხებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი