მიენიჭოს დათა ვანიშვილის სახელი გორის ერთ-ერთ ქუჩას - ენმ-ის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი ინიციატივა - პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაცია ითხოვს, რომ გორის ერთ-ერთ ქუჩას დავით ვანიშვილის სახელი მიენიჭოს; კაცის, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება.

ინიციატივა გორის მერიაში საკრებულოს წევრმა, ბექა ქორჩილავამ დაარეგისტრირა.

ცნობისთვის, დავით ვანიშვილი სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მეუღლესთან ერთად 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დათა პაპა 19 მარტს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი