გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ.
წულაიას მხარდამჭერები და მეგობრები პოლიტიკოსის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის პოლტპატიმარია.
გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
მსხვერპლი თუ პროვოკატორი? - "მთავარმა არხმა" გოგი წულაიას საქმის ახალი კადრები მოიპოვა