ჩვენ მას ვხვდებით დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით - "ოცნება" დანიელსონზე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს კონკრეტული წინადადებით ხვდება. საუბარია პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

ჩვენ მას ვხვდებით უკვე ჩვენს მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ პლურალიზმს, ანუ მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებსაც კი ჰქონდეთ საშუალება რომ შევიდნენ პარლამენტში.

ასევე მინიმუმ 4 დეპუტატის შეგროვების შემთვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე ჩვენ მას ვხვდებით მართლმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ინიცირებით",-თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ქვეყანაში გუშინ, 27 მარტს გვიან ღამით ჩამოვიდა. კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების პროცესს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალიდან დაიწყებს.

დანიელსონი ორივე მხარეს კომპრომისისიკენ მოუწოდებს.

მმართველმა პარტიამ ერთპარტიულ პარლამენტში, სადაც 96 დეპუტატია, საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირა და საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 -% მდე დაწევის პირობას დებს.

საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ხმა სჭირდება, ამიტომ  პოლიტიკური ვაჭრობის ახალი ეტაპი 17 დეპუტატთან დაიწყება.

5- დან 3 %-მდე საარჩევნო ბარიერის დაწევას ქართული ოცნება მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აპირებს. 2028 წლის არჩევნებზე კი მმართველი პარტიის გეგმის მიხედვით, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ისევ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი