
თემურ აბაზოვი "შაბათის მთავართან" ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში სახლის აშენებას ვაშლიჯვარში გაყიდული მიწის ნაკვეთიდან მიღებული თანხით გეგმავს, თუმცა სხვა ვერსიები აქვთ ოპოზიციაში.
მიუხედავად იმისა, რომ აბაზოვი მარნეულის მერი აღარ არის, ის ივანიშვილებთან დაახლოებული პირია და ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. ფედერაცია კი სახელმწიფოსგან ყოველწლიურად დიდ დაფინანსებას იღებს.
"ის ფაქტი რაც ვიხილეთ ტელევიზიებში, არაადამიანური ქცევა და ამას გარდა კიდევ ჰქონდა თემურ აბაზოვს მოსახლეობასთან დაძაბული ურთიერთობა. იმიტომ, რომ ის სულ იყო კრიმინალური აზროვნების პიროვნება, მას ეგონა რომ ის არის აქ ფადიშაჰი",- ამბობს "ევროპული საქართველოს წევრი აჰმედ იმამკულიევი.
თეთრი მარმარილო, ანტიკური ქანდაკებები, აღმოსავლური ჰამამი - თემურ აბაზოვის მდიდრული სახლის შესახებ რეპორტაჟი "შაბათის მთავარმა" მოამზადა