ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს, 29 მარტს მედიაციის პროცესი უნდა განაახლოს.
ის ამ წუთებში პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს საიდანაც დანიელსონი პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლებს.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა.ის უკვე მეორედ შეეცდება, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს.