გემი Ever Given, როემლიც სუეცის არხში თითქმის ერთი კვირა იყო გაჭედილი, გაათავისუფლეს. 400 მეტრი სიგრძის კონტეინერი გაასწორეს და სანაპირო ზოლიდან გაწიეს.
გავრცელებულ ვიდეობეში ჩანდა, რომ გემმა გაცურა, მაგრამ მოგვიანებით მფლობელმა AFP-ს განუცხადა, რომ ის მხოლოდ "შემობრუნდა".
Ever Given ბლოკავს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო მარშრუტს, რაც კომპანიებს აიძულებს გემების გადამისამართებას, რაც პრობლემების ქმნის.
სუეცის არხის ადმინისტრაციის თქმით გემის მიმართულება 80%-ით გაასწორეს, მათი განცხადებით, სრულად გადატვირთვისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.
არხში ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება მას შემდეგ, რაც გემის მოსაცდელის ზონაში გადატანა მოხდება, თქვა ხელისუფლებამ.