ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ორბელიანების სასახლეში ელოდებიან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ის სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვდეს.
მოგვიანებით, დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს. არსებული ინფორმაციით, მედიატორი 2 საათზე "ქართულ ოცნებას", ხოლო 3 საათზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და "რესპუბლიკურ" პარტიას შეხვდება.
"კარგი იქნება, თუ ქართული ოცნება მოლაპარაკების პროცესში ქვეყნის ინტერესებს დააყენებს უფრო წინ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად შექმნის სივრცეს შეთანხმებისთვის. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმ გზებზე, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებამდე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ამოცანა როგორ განხორციელდეს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე", - თქვა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრინციპული საკითხები კვლავ უცვლელი რჩება.
დილის 9 საათზე დანიელსონი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.