საკონსტიტუციო ცვლილებები - "ქართული ოცნება" კომპრომისს ოპოზიციისგან ელოდება 

გამოქვეყნდა:

,,ქართულ ოცნება'' კომპრომისებს ოპოზიციისგან ელოდება. მმართველი გუნდი ევროპელ მედიატორთან შეხვედრას კონკრეტული ინიციატივებით აპირებს.

ეს არის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც  პარლამენტის ბიუროს სწორედ დღეს წარედგინება. ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას ეხება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 17 ხმა აკლდებათ.

მეორე ინიციატივა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ეხება. ოცნებაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ბევრი ნაბიჯი პრაქტიკულად გადადგმულია რასაც ევროკავშირიც ხედავს.

დაინიცირებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები ფასადურს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროექტი სისტემურ ცვლილებებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს.

ორივე ცვლილებას პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ

3%-იანი ბარიერი - "ოცნებამ" პოლიტიკური ვაჭრობის ახალი ეტაპი დაიწყო
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი