იმედი მაქვს, პოლიტიკურ დიალოგს დაეხმარება - თალაკვაძე ინიცირებულ კანონპროექტებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში ინიცირებული ორი ახალი კანონპროექტი მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუწყობს.

საუბარია, კანონზე "საერთო სასამართლოების შესახებ" და კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად, 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

როგორც ხედავთ პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიზნით, რომელიც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. იმედი მაქვს, ეს ორი ცვლილება დაეხმარება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს",-თქვა თალაკვაძე.

ინიციატივაც უკვე ინიცირებულია და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი