ჩემი განწყობა არის ბევრად პესიმისტური - ბაქრაძე დანიელსონთან შეხვედრის წინ

გამოქვეყნდა:

კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებებზე "ევროპული საქართველოს" წევრები მივიდნენ. შეხვედრაზე შესვლამდე დავით ბაქრაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს "ოცნების" ლიდერებმა თქვეს, "იყო ცალსახდ ცუდი, არასახელმწიფოებრივი, და ხიფათის შემცველი ამ მოლაპარაკებებისთვის, ამიტომ ჩემი განწყობა არის ბევრად პესიმისტური, ვიდრე იყო წინა შეხვედრების წინ" - ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, შედეგით, თუ უშედეგოდ, მოლაპარაკებები გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს და უსასრულოდ ვერ გაიწელება:

საფრთხეები ძალიან დიდია. მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით ვერ გაიწელება და შედეგით თუ უშედეგოდ, გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს და არ შეიძლება მუდმივად ქვეყანა იყოს ბატონი დანიელსონის ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე მოლოდინში - ამბობს დავით ბაქრაძე

შეხვედრაზე შესვლამდე განცხადება გააკეთა გიგა ბოკერიამაც. როგორც ის ამბობს, ქართული ოცნების წევრების განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა მისივე თქმით, "ერთი დადებითი ამ ადამიანების უპრინციპობას ის აქვს", რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გადათქვან ის, რასაც ამბობენ .

კრისტიან დანიელსონი "ევროპულ საქართველოსა" და "ლელოს" ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის სავარაუდოდ კომენტარსაც გააკეთებს.

დღეს კი ევროპელი მედიატორი ორჯერ შეხვდა "ქართული ოცნების" წევრებს, შემდეგ კი ენმ-სა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი