"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, რუსუდან კერვალიშვილი დღეს, 30 მარტს საპატიმროს დატოვებს. მან ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე 4 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და თავისუფლების აღკვეთის ვადა 31 მარტს ეწურება. თუმცა პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთი დღით ადრე გათავისუფლდება.

ჯერჯერობით პატიმრობაში რჩება რუსუდან კერვალიშვილის და - მაია რჩეულიშვილი, რომელსაც სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.

რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი