"ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა" - დავით სერგეენკო

გამოქვეყნდა:

"ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკო კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს. 

ჩემი მოლოდინები ზოგადად ოპტიმისტურია, რომ ეს შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა უკვე შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა რომ ოპოზიციის ნაწილს, თუნდაც მნიშვნელოვან ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, აქ, ჩემი აზრით, პოლიტიკა ნაკლებად არის და არის მართლმსაჯულება. კი, ეს საკითხი მნიშვნელოვნად განმუხტავს ზოგადად ვითარებას, შეიძლება იქნას მოძებნილი რაღაც რაციონალური გადაწყვეტილება და არა უბრალოდ პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, - ამბობს სერგეენკო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი