"20 კაცი უკვე არის... 3980 უნდა მოვძებნო, ვინც 10 ლარს გადაიხდის" - ბოგველი ადასტურებს, რომ მელიას გირაოს გადახდა უნდა

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" თავმჯდომარის ბესიკ ბოგველის თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი ლათინურიდან წიგნის თარგმნის დროს დაებადა.

ერთ-ერთ წიგნზე ვმუშაობდი, იქიდან გამიჩნდა თანაგრძნობასავით, რომ ამ მიმართულებით წასულიყო... ნიკა მელიას წაერთმია დღევანდელი ხელისუფლებისთვის ბერკეტი. სუს-ი, გამგებლები დღევანდელი პარტიიდან გაიყვანდა და იქნებოდა აპოლიტიკური ამაში გადავიხდიდი, - თქვა ბოგველმა.

მისი თქმით, ფულის შეგროვებას ხალხის საშუალებით აპირებდა. "20 კაცია, ვინც თანახმაა, ანუ 3980 კაცი უნდა მოვძებნო, ვინც თანხას გადაიხდის". ბოგველის ახლობლების განცხადებით, ის "სკოლაში ასწავლის, ფსიქოთერაპევტია და არ იციან გააჩნია თუ არა "ნიკასადმი პირადი სიმპათია".

ნიკა მელიას უფლებადამცველები ამ ინიციატივას სამართლებრივ აბსურდს უწოდებენ. გიორგი კონდახიშვილის თქმით, "ერთადერთი გზა, თუ ხელისუფლებას სურს, ნიკა მელიას გათავისუფლება, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ პატიმრობა შეეცვალოს ნიკას, ან სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა გადასინჯოს პატიმრობის ღონისძიება"

ოპოზიციის შეფასებით კი, ეს არის "ქართული ოცნების" თამაში, რომ "მოძებნოს შემოვლითი გზა, ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის".

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ამ ამბის მმართველი გუნდისთვის დაბრალება "პოლიტიკური სპეკულაციაა" და "მელიას თავისი საკნის გასაღები ჯიბეში აქვს, თუ გადაიხდის გირაოს, გამოვა გარეთ".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი