"ნიკა მელია უნდა იყოს გამოსული არა ფარული და ინკოგნიტო ანგარიშებიდან თანხის გადახდით, არამედ ეს უნდა გამჭვირვალე და პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოს' ლიდერი მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებას.
თანხის გადახდის უამრავი მექანიზმი არსებობს და თავად ნიკა მელიაც მოიფიქრებდა მსგავსი რაღაცა რომ სდომებოდა - ამბობს ხაზარაძე
გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა სურვილი ნიკა მელიას გირაო, 40 000 გადაიხადოს, რაც ადვოკატის შეფასებით, ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლია.