დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,19%-მდე გაიზარდა. გამყრელიძე აცხადებს, რომ ზედამხედველობა და რეგულაციების აღსრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
"ეპიდსიტუაცია სამწუხაროდ ქვეყანაში უარესდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყველა ის მაჩვნებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევები, დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ ტენდენცია გამოჩნდა გაუარესებისკენ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ ფონზე 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა ერთ დღეში ბოლოს თებერვლის პირველ კვირაში ჰქონდათ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 298 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 ადამიანი გარდაიცვალა.